თავში

შატილის გზას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება

შატილის გზას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება
შატილის გზას  59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება

საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა, აშენდება 17 ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს მთის გზების პროექტის ფარგლებში შატილის მიმართულებით 54 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

მათივე ცნობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შატილის მიმართულებით გზის რეკონსტრუქცია, რომელიც მთის გზების პროეტქის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი - ომალო - ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია. 

ბარისახო-შატილის მიმართულებაზე მთის გზების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაყოფილია 7 ლოტად (კმ52-კმ106). რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდება 54 კმ. გზა, ჯამური ღირებულება 21 367 426 ლარია.

პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ შატილის მიმართულებით, უკვე დასრულდა 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ33-კმ51) რეაბილიტაცია. ასევე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ16-კმ32) რეაბილიტაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system