თავში

"შავი ხვრელი" თხევადი გაზის ბაზარზე

"შავი ხვრელი" თხევადი გაზის ბაზარზე
შავი ხვრელი თხევადი გაზის ბაზარზე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, იმითვის რომ გადასახადს თავი აარიდონ, არაკეთილსინდისიერი გზით, უაქციზო კოდის გამოყენებით ხდება აქციზური ნავთობპროდუქტის იმპორტი.

"სამწუხაროა, რომ დადასტურდა ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი, რომ უაქციზო კოდის გამოყენებით ხდება აქციზური ნავთობპროდუქტის იმპორტი, რომელიც იყიდება როგორც თხევადი გაზი ანუ LPG. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, როცა ავღნიშნავდით, რომ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ "ხვრელით", საკანონმდებლო ხარვეზით და ახორციელებენ ნავთობპროდუქტის იმპორტს აქციზის გადახდის გარეშე. სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება მნიშვნელოვანი თანხა, რაც ბუნებრივია, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, გვჭირდება არამხოლოდ ამ ტიპის "ხვრელების" სასწრაფოდ ამოვსება, არამედ მიზანმიმართული და ეფექტური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის, მისი გაჯანსაღებისა და განვითარებისაკენ. ამგვარი მანკიერი პრაქტიკის დატოვებისა და არსებობის შემთხვევაში, ვერასოდეს შევძლებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას," - აცხადებს შავლეგ მიშველაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system