თავში

შეღავათიანი აგროკრედიტით მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის წარმოებაც დაფინანსდება

შეღავათიანი აგროკრედიტით მარცვლეულის შესანახი
შეღავათიანი აგროკრედიტით მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის წარმოებაც დაფინანსდება

გარდა ამისა, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, შესაძლებელი გახდა მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურის და ენერგოეფექტური ღუმელებისა და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სესხები აღარ გაიცემა ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს საღვინე ვაზის, საქიშმიშე და სუფრის ყურძენის დაფინანსებას. აღნიშნული მიმართულებების განვითარების, მათ შორის, მიღება, გადამუშავება და რეალიზაცია, მხარდაჭერას სახელმწიფო სხვა პროექტებითა და პროგრამებით ახორციელებს.

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 50 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (44.0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 144.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 74.4 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა. 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 105.3 მლნ. ლარის ღირებულების 107.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 52.5 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.1 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 38.9 პროცენტს, ნოემბერში - 34.6 პროცენტს, ხოლო დეკემბერში 33.0 პროცენტს.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მოქმედმა 45 ელევატორმა 75.5 მლნ. ლარის პროდუქტი გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system