თავში

შემოდგომაზე საწვავის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა

შემოდგომაზე საწვავის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა
შემოდგომაზე საწვავის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა

შემოდგომაზე, საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა.  

აგვისტოში "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე "სუპერის" ტიპის საწვავის ფასი 3.20 ლარს შეადგენდა, 8 ნოემბრის მგომარეობით კი 3.37 ლარს აღწევს. იმავე ბრენდირებულ სადგურზე რეგულარის ფასი 2.99 ლარს უტოლდებოდა, შემოდგომაზე კი 16 თეთრით გაიზარდა და 3.15 ლარს შეადგენს. 

"რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურზე "სუპერის" საწვავი 3.20 ლარი ღირდა, დღეს კი 3.30-მდეა გაძვირებული.

"ლუკოილში" სუპერი ecto 100-ის ტიპის საწვავი აგვისტოში 3.20 ლარი ღირდა, დღეს კი ფასი 3.50-მდეა გაზრდილი. ამავე ბენზინგასამართ სადგურზე ევრო სუპერი 3.15 ლარი ღირდა, დღეს კი 3.30 ღირს.

"სიოლში" "ეკო სუპერის" ფასი 3.23 ლარიდან  3.36 ლარამდე გაიზარდა, ხოლო "ევრო რეგულარის" 3.02 ლარიდან - 3.14 ლარამდე.

ყველაზე ნაკლებად არის მომატებული საწვავის ფასი "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე. აგვისტოს თვეში სუპერის ღირებულება 3.20 ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი 6 თეთრით არის გაძვირებული, პრემიუმის ფასმა 3.12 ლარიდან 3.18 ლარამდე მოიმატა, ხოლო რეგულარმა 2.97 ლარიდან - 2.99 ლარამდე.

რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:

ასევე, გაიგეთ, ვისგან ვყიდულობთ საწვავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system