თავში

ვისგან ვყიდულობთ საწვავს

ვისგან ვყიდულობთ საწვავს
ვისგან ვყიდულობთ საწვავს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 329,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,1%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 300,0 ათასი ტონა (27,4%),

აზერბაიჯანი - 170,2 ათასი ტონა (15,5%),

თურქმენეთი - 119,4 ათასი ტონა (10,9%);

ბულგარეთი - 92,4 ათასი ტონა (8,4%),

საბერძნეთი - 60,7 ათასი ტონა (5,5%),

თურქეთი - 19,8 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.

"წლის პირველ ნახევარში დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა იყო უარყოფითი, მაგრამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ის გამოსწორდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ წესით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო ისევე როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს კი უნდა მომხდარიყო ძირითადად დიზელის საწვავის ხარჯზე, ვინაიდან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზვღრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრი ბაზარზე პერიოდულობით ჩნდება აღურიცხავი პროდუქცია, რაც არ იძლევა ამის საშუალებას. რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი. ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს", – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system