თავში

შესაძლებელია თუ არა საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის შემცირება

შესაძლებელია თუ არა საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის შემცირება
შესაძლებელია თუ არა საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის შემცირება

აუდიტორი ირაკლი შავიშვილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის კლება არსებულ პირობებში, სანამ ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა არ შეიცვლება, წარმოუდგენელია. შავიშვილის ვარაუდით, დეფიციტი კიდევ გაიზრდება, რადგან ეკონომიკაში ფული არ არის და საქონლის წარმოების მასშტაბი უფრო და უფრო მცირდება.

,,ბიუჯეტს და ქვეყანას ელის დიდი პრობლება. ეკონომიკა უნდა დადგეს აღმავლობის რელსებზე, სხვა გამსოავალი არ გვაქვს, მაგრამ ამისთვის მეწარმეობა, ბიზნესი, მოსახლეობა ცხოვრობის ნორმალურ პირობებს უნდა დაუბრუნდეს. იმ პირობებში, როცა ხარჯი მეტია, ვიდრე შემოსავალი, ბიუჯეტს არაფერი ეშველება, მოსახლეობა არის ვალებში ჩაფლული, ფაქტობრივად, ვალაუვალი გახდა, რაც არის როგორც ბიზნესის ასევე ბიუჯეტის გამოუვალი მდგომარეობა. გადასახადები თუ შემცირდება და მსყიდვითუნარიანობა გაიზრდება, რაღაც კიდევ გვეშველება, ამისთვის კი რეგულაციები და საბიუჯეტო ვალდებულებები უნდა მოიხსნას და გადასახადები შემცირდეს, ეს არის კრიზისიდან გამოსვლის რეალური  გზა", - აცხადებს აუდიტორი report.ge-თან.

როგორც ირაკლი შავიშვილი აღნიშნავს, პანდემიის გამო გადაწყდა ისე, რომ ძირითადად სოციალურ პროექტებზე არის ბიუჯეტი ორიენტირებული, რაც ასევე შეცდომაა. მისი თქმით, ბიუჯეტი ეკონომიკურ ან სოციალურ პრობლემებს ვერ მოერევა და მის სტაბილურობას მომავალში შეიძლება დიდი რისკი შეექმნას.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში საქართველოს 2020 და 2021 წლების საბიუჯეტო პოლიტიკა მართებულობაა შეფასებული.

სსფ-ის განმარტებით, ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. დოკუმენტში 2020 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7 პროცენტზეა პროგნოზირებული.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system