თავში

შესაძლოა პურის სუბსიდია ვადაზე ადრე მოიხსნას

შესაძლოა პურის სუბსიდია ვადაზე ადრე მოიხსნას
შესაძლოა პურის სუბსიდია ვადაზე ადრე მოიხსნას

პურპროდუქტების მწარმოებელთა ინფორმაციით, ფქვილის გაიაფების გამო შეიძლება სუბსიდია მალე აღარც გახდეს საჭირო. მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში 1 ტომარა ფქვილი 7 ლარით გაიაფდა  და 61 ლარი შეადგინა. ტენდენცია გრძელდება, რაც გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაიაფებას უკავშირდება. 

,,ფქვილის ფასი წამოვიდა დაბლა. ყველა ქვეყანა შეშინებული იყო და მოიმარაგა ის რაოდენობა, რომელსაც დღეს უკვე ვეღარც ასაღებს. ეს პროცესი ძალაუნებრურად გამოიწვევს ხორბლის გაიაფებას. რუსეთის მიერ გადასახადის გაძვირებამ იმპორტიორები საერთოდ დააფრთხო. გადამამუშავებელ მრეწველობას მხარს ვუჭერთო და მწარმოებლებს აბსოლუტურად ყველაფერი გაუძვირეს, დენის გადასახადების ზრდა არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ამან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო, მით უმეტეს, რომ ლარი ასე გაუფასურდა. რაც შეეხება ფასის კომპოინენტს, 20 ლარის სუბსიდიას ახოირციელებს მთავრობა, მაგრამ ხორბალი იაფდება და მალე ამის საჭიროება აღარც იქნება. კონკრეტულად როდის, გამიჭირდება წინასწარ თქმა, მაგრამ დიდი ალბათობით, ვადაზე ადრე მოიხსნება, გააჩნია იმასაც, რა მარაგები შემოვა, ჩემი პოზიციაა, რომ საბაზრო ეკონომიკამ მოაწესრიგოს ბაზარი,რომ მომხმარებელს ფასსა და ხარისხში არჩევანის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს", - ამბობს დოლიძე report.ge-თან. 

სუბსიდიის ვადაზე ადრე მოხსნას არც მოხსნის არც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა გამორიცხავს. 

,,სუბსიდია ასე სწრაფად ვერ მოიხსნება, თუმცა ვადაზე ადრე მთავრობას მოუწევს ამ შეღავათის გაუქმება. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველაგან ტენდენცია გაიაფებისკენაა. მსოფლიო ბაზრებზე მოსავლის პროგნოზი დამაიმედებელია, მათ შორის რესეთშიც. 1-ლი ივლისიდან დაანონსებული აქვთ ე.წ. მცურავი ბაჟის დაწესება, რაც ხორბალს გააიაფებს დაახლოებით 22-23 დოლარით. მთავარია, ლარის კურსი მეტ-ნაკლებად მაინც დასტაბილურდეს, რომ ბაზარმა შეღავათი იგრძნოს. ახლა მთავარია, რას იზამს ლარი,  შეიძლება ხელშესახები გაიაფება ვეღარ ვიგრძნოთ, თუ მცირედით მაინც არ დასტაბილურდება“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system