თავში

შიდა ქართლში სახელმწიფოს მხარდაჭერით 30 ახალი საწარმო გაიხსნა

შიდა ქართლში სახელმწიფოს მხარდაჭერით 30 ახალი საწარმო გაიხსნა
შიდა ქართლში სახელმწიფოს მხარდაჭერით 30 ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში,სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ახალი საწარმო გაიხსნა. გასულ უქმეებზე რეგიონს კიდევ ერთი საწარმო, კომბინირებული საკვების საწარმო შეემატა. ქარხანა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ესაა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „აგროვიტა კვება და ტექნოლოგია“, სადაც, ჯამურად, 570,000 ლარისინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228,000 ლარია, 285,600 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდამჭერ პროგრამებს. სოფლის განვითარების სააგენტო არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლად მაცხოვრებლებისათვის, რომ სოფლად საქმიანობა წარმატებულად განავითარონ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system