თავში

შიდატურიზმის ამოქმედებამ გიდებს ვერ უშველა

შიდატურიზმის ამოქმედებამ გიდებს ვერ უშველა
შიდატურიზმის ამოქმედებამ გიდებს ვერ უშველა

ერთი კვირაა, რაც საქართველოში შიდატურიზმი გახსნა. ერთ კვირაში ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

როგორც report.ge-ს ტურინდუსტრიის წარმომადგენლები ეუბნებიან, ბაზარზე განსაკუთრებული აქტივობა არ შეინიშნება. საოჯახო ტიპის სასტუმროებში ივლისისთვის ჯავშნებმა 5%-ით მოიმატა, მაისი-ინვისთან შედარებით. უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება რესტორნებსა და სასტუმროებშიც. კმაყოფილი არავინაა, თუმცა პულსი ბაზარზე თითქმის ყველა ოპერტაორს ესინჯება, რასაც ვერ ვიტვით გიდებზე. report.ge-ს ისინი ეუბნებიან, რომ გიდებზე მოთხოვნა საერიოდ გაქრა. ისინი ოპტიმიზმის საფუძველს ვერც მომავლისთვის ხედავენ.

"შიდატურიზმი როგორც არ უნდა ამუშავედეს, ცვენთვის შვება არ იქნება, რადგნა ადგილობრივები გიდებს ნაკლებად ითხოვენ. ექსკურსიბზე გვიწვევდნენ მაგრამ ახლა სკოლებიც დისტანციურად მუშაოებენ და ექსკურისები და ტავშეყრები აკრძალულია. ჩვენი ძირითადი დამკვეთი უცხოელები იყვნენ. ალუზია იქნება იმაზე ფიქრი, რომ 1 ივლისიდან საქართველოში უცხოელები ინტრენსიურად ჩამოვლენ, ამიტომ ყოველგვარი იმედის გარეშე ვართ დარჩენილნი. არც სახელმწიფო გვაქცევს ჯეროვან უირადღებას. ჯეროვანს კი არადა არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მძღოლების შემთხვევაში შედარებით უკეთესადაა საქმე, მათ მოემატატ შეკვეთები უმნიშვნელოდ, თუმცა რაღაც იმედი გაჩნდა, მაგრამ გიდები თამაშგარე მდგომარეობაში ვართ. ქვეყნებს უბრუნდებათ ვირუსის მეორე ტალღა და არავინ არ იცის რა იქნება 1 ივლისის შემდეგამ წელს არაფრის იმედი არ გვაქვს, მაშინ, როცა წელიწადში ერთი გიდი საშუალოდ 50-60 000 ლარს იღებდა,“- ეუბნება report.ge-ს გიდი კარლო ონიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system