თავში

სილამაზის სალონების დახურვა არ განიხილება

სილამაზის სალონების დახურვა არ განიხილება
სილამაზის სალონების დახურვა არ განიხილება

ამ ეტაპზე სალონების დაკეტვა არ იგეგმება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, რა ფორმით იქნება შეზღუდვები ქვეყანაში 3 იანვრის შემდეგ, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მაღალი დისციპლინა, რომელიც გამოიჩინეს სავაჭრო ობიექტებმა და მათმა მომხმარებლებმა. ჩვენ ვიმსჯელებთ და და ჩამოვაყალიბებთ, თუ რა ფორმით იქნება 3 იანვრის შემდეგ შეზღუდვები“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების წარმომადგენლები მთავრობასთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვენ. სექტორი მთავრობის დახმარებას, საბანკო ვალდებულებებისა და გადასახადების სუბსიდირებას ითხოვს. მათ სესხების გადავადება არ აწყობთ, რადგან ამბობენ, რომ გადავადების შემთხვევაში სასესხო ვალი დაუგროვდებათ და გადახდა მომავალშიც გაუჭირებათ.

მათი თქმით,  სალონების ფუნქციონირება ნებადართულია, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო ვერ მუშაობენ, ნაქირავები ფართის ქირა და კომუნალური გადასახადები კი გადასახდელი აქვთ. მომხმარებლების სიმცირის გამო, სალონების თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში არიან.

ცნობისთვის, სილამაზის სალონები ბინაზე სალონური მომსახურების რეგულირებასაც დიდი ხანია ითხოვენ.

სალონებს მომსახურების გაძვირება ზაფხულში მოუწიათ, რის გამოც მომხმარებელი შეუმცირდათ. მათ მომსახურება პირველი ლოკდაუნის შემდეგ გახსნისთვის სავალდებულო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ხარჯის დასაკომპენსირებლად 8-15%-ით გააძვირეს. სილამაზის სალონებმა მუშაობა 18 მაისიდან განაახლეს. covid-19-ის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესდათ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, სილამაზის სალონებში დაცული უნდა იყოს დისტანცია და ყოველი მომსახურეობის შემდეგ, ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

კლინიკების ასოციაციის რეკომენდაციით, სალონებში საჭიროა ერთჯერადი წინსაფრების გამოყენება.

"სილამაზის სალონებში რეკომენდებულია, დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ, სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით", - აღნიშნულია საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system