თავში

SOCAR-ის როლი მსოფლიო ბაზრებზე იზრდება

SOCAR-ის როლი მსოფლიო ბაზრებზე იზრდება
SOCAR-ის როლი მსოფლიო ბაზრებზე იზრდება

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) დამაჯერებლად ზრდის თავის როლს მსოფლიო ბაზრებზე. კომპანია აფორმებს ახალ კონტრაქტებს, აფართოებს თავისი საქმიანობის (ნავთობმოპოვება, მიწოდება, ტრანზიტი) გეოგრაფიას.

ამის შესახებ report.az-ი წერს.  სააგენტოს ცნობით, 2020 წლის ბოლოს  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა კომპანიამ - SOCAR Trading- მა მოიგო ტენდერი Eni Turkmenistan- ის მიერ წარმოებული თურქმენეთის ნავთობის შესყიდვაზე. ამით SOCAR Trading- მა თავის პორტფელს დაუბრუნა თურქმებული ნავთობის წილი. ტენდერში SOCAR Trading– მა აჯობა ნავთობის ბაზრის ისეთი გიგანტებს, როგორიცაა ENOC, Vitol, Rosneft, Lukoil და Trafigura. 

Eni Turkmenistan გეგმავს 2021 წლის განმავლობაში თვეში 30-40 ათასი ტონა ოკარემის ნავთობის ტრანზიტს, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე განახორციელებს. 

აზერბაიჯანელი ექსპერტების შეფასებით, ამ გარიგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს SOCAR Trading– სთვის და აზერბაიჯანისთვის. საქმე ისაა, რომ  2019 წელს შეწყდა აზერბაიჯანული კომპანიის მიერ თურქმენეთის ნავთობის შესყიდვა. მანამდე კი 9 წლის განმავლობაში თურქმენული ნავთობის ტრანზიტი ხდებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქმენეთის ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის საშუალებით დაიწყო 2010 წელს. 2010-2019 წლებში, თურქმენეთმა BTC– ის საშუალებით მსოფლიო ბაზრებს მიაწოდა  3-4 მილიონი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. 

სანავთობო სფეროს ექსპერტი ილჰამ შაბანი განმარტავს, რომ 2018 წელს აზერბაიჯანულმა ლოგისტიკურმა კომპანიამ წააგო თურქმენული მხარის მიერ გამოცხადებული ტენდერი რუსულ კომპანიასთან. შედეგად, 2019 წელს, თურქმენეთის ნავთობმა მსოფლიო ბაზარზე გასვლა დაიწყო ბაქოს ტერმინალების გვერდის ავლით. მისი ტრანზიტი ხდებოდა მახაჩკალას ნავთობსადენის საშუალებით ნოვოროსიისკამდე. აღმოჩნდა, რომ ახალ კომპანიას არ ჰქონდა რეზერვში საკმარისი ტანკერები ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. ამის გამო იყო შეფერხებები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა თურქმენული ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე. ამან კი უაყოფითად იმოქმედა უცხოური ნავთობკომპანიების შემოსავალზე თურქმენეთში. 

ის ფაქტი, რომ SOCAR Trading- მა აჯობა მსოფლიოს ნავთობის მოვაჭრეებს და მოახერხა თურქმენეთის ნავთობის ყიდვა-ტრანსპორტირების ბოლო ტენდერის მოგება,შაბანის შეფასებით, იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიამ შეძლო პოზიციის აღდგენა. თურქმენეთში პეტრონასის მიერ კიანლის საბადოზე წარმოებული ნედლი ნავთობის შესყიდვაზე ტენდერში SOCAR Trading-ის გამარჯვებით აზერბაიჯანი და თურქმენეთი შეთანხმდნენ ყოველწლიურად მილიონი ტონა თურქმენული ნედლი ნავთობის ტრანზიტზე.

ილჰამ შაბანის მტკიცებით, BTC მილსადენის უპირატესობა ისაა, რომ ამ მისადენით აზერბაიჯანი ახერხებს ნებისმიერი მყიდველისთვის (იქნება ეს ევროპაში, აზიაში თუ ახლო აღმოსავლეთში)  ნავთობის მიწოდებას უპრობლემოდ. მისივე შეფასებით, ამ მარშრუტის მიმზიდველობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ დღეს არა მხოლოდ თურქმენული, არამედ ყაზახური და რუსული ნავთობი, რომელიც მოპოვებულია კასპიის საბადოებზე, ტრანსპორტირდება სწორედ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის გავლით. 

ექსპერტის ცნობით, კომპანია "ლუკოილი" თავისი ნავთობის ნაწილს, რომელიც კასპიის ზღვაში იწარმოება, მსოფლიო ბაზარზე აგზავნის ზუსტად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში "ლუკოილმა"  ამ მილსადენით გადაზიდვა 10 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი.

”სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანული მარშრუტის უპირატესობები აშკარაა. რჩება მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემოთავაზება, რათა ამ მილსადენში კიდევ უფრო მეტი კასპიის ნავთობი მოვიზიდოთ ”, - დაასკვნა შაბანმა.

ცნობისთვის, SOCAR– ის სავაჭრო კონტრაქტების წლიური მოცულობა კასპიის რეგიონში 4 მილიონ ტონაზე მეტია. ესაა BTC– ში თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან სხვადასხვა სახის ნავთობის ტრანზიტის მაჩვენებელი. 

შაბანი დეტალურად მიმოიხილავს ასევე "სოკარის" ბიზნესაქტივობას ბელარუსიაშიც და ასკვნის, რომ "სოკარი" მსოფლიო ბაზარზე თავს იმკვიდრებს, როგორც სანდო და მომგებიანი პარტნიორი. მისივე თქმით, SOCAR-ი ახერხებს ბაზრების დივერსიფიცირებას როგორც ბიზნესის, ისე სექტორულ ჭრილში, რაც ექსპერტის აზრით კარგია, რადგან, მისივე მტკიცებით, დივერსიფიკაცია არის ნებისმიერი მსხვილი ბიზნესის გრძელვადიანიმოგების მთავარი პირობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system