თავში

"სოკარი" საწვავის ფასის სტაბილურობას პროგნოზირებს - Exclusive

"სოკარი" საწვავის ფასის სტაბილურობას პროგნოზირებს - Exclusive
სოკარი საწვავის ფასის სტაბილურობას პროგნოზირებს - Exclusive

"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" ზაფხულისთვის საწვავის ფასის სტაბილურობას პროგნოზირებს. ამის შესახებ კომპანიაში report.ge-ს განუცხადეს.

კომპანიის დირექტორი ლევან გიორგაძე ამბობს, რომ საწვავის ფასების პროგნოზირება რთულია, რადგან აქ ფასწარმოქმნაზე ბევრი კომპონენტი მოქმედებს, თუმცა მისივე განმარტებით, საწვავის ბაზარზე ფასის მნიშვნელოვანი რყევები მოსალიდნელი არაა, შესაბამისად, ზაფხულის განმავლობაში საწვავის მნიშვნელოვან გაიაფება-გაძვირებას არ უნდა ველოდოთ.

"ფასების პროგნოზირება არის შეუძლებელი, თუმცა, ეკონომიკური აქტივობის მომატებასთან ერთად, იმატებს მოთხოვნა, რაც შესაბამისად აისახება ფასში. მნიშვნელოვან რყევებს არ ველოდებით და ვფიქრობ, ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება ზაფხულის პერიოდში," - განუცხადა report.ge-ს გიორგაძემ.

სანავთობო ბაზრის ექსპერტების განმარტებით, საწვავის ადგილობრივ ფასს განაპირობებს ნავთობის საერთაშორისო ფასი, ვალუტის კურსი და მოთხოვნის ცვლილება.

ცნობისთვის, დღეს 1 ლიტრი სუპერის ბენზინი "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე 2.10 ლარი ღირს, პრემიუმი– 1.90ლარი, რეგულარი– 1.80 ლარი. ამავე ბრენდის ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი დიზელის ფასი 1.80 ლარი ღირს, ხოლო ამავე ოდენობის ევრო დიზელის ყიდვას 1.90 ლარად შეძლებთ, 1 კუბი გაზის ღირებულება 1.30 ლარია.

რა ღირს საწვავი საქართველოში, ნავთობიმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system