თავში

"სოკარმა" "პალმალის ჯგუფს" მესამე საარბიტრაჟო დავაც მოუგო

"სოკარმა" "პალმალის ჯგუფს" მესამე საარბიტრაჟო დავაც მოუგო
სოკარმა პალმალის ჯგუფს მესამე საარბიტრაჟო დავაც მოუგო

"სოკარმა" "პალმალის ჯგუფს" მესამე საარბიტრაჟო დავაც მოუგო.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს, გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) წესების შესაბამისად ჩატარებული საარბიტრაჟო პროცესის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) სასარგებლოდ.

 "სოკარ ჯგუფსა" და "პალმალის ჯგუფს" შორის მესამე საარბიტრაჟო საქმეზე ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სოკარს" უნდა გადაეცეს 132,000,000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი კომპენსაცია. ეს სასამართლო პროცესი იყო ბოლო სამი საარბიტრაჟო საქმიდან.

ცნობისთვის, "პალმალის" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, "სოკარმა" 2018 წელს დაიწყო მის წინააღმდეგ სამი საარბიტრაჟო დავა. წინა ორი სასამართლო გადაწყვეტილებით, "პალმალის ჯგუფს ჯამში დააკისრეს 112,5-მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა "სოკარისთვის."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system