თავში

სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება "სოკართან" მიღწეულია

სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება "სოკართან" მიღწეულია
სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება სოკართან მიღწეულია

სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება "სოკართან" მიღწეულია. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება. 

მათი განმარტებით, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის“ მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. 

"შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა," - აცხადებენ უწყებაში. 

სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მოაწერეს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. მხარეების შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან“ ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა. ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეთა შეთანხმებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს.

ორივე მხარე თანხმდება, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, SOCAR-ის პრეზიდენტი ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ელშად ნასაროვი და SOCAR-ის ინვესტიციების განყოფილების ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი დაესწრნენ.

SOCAR Energy Georgia- ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის შეფასებით, ეს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის ბუნებრივი გაზის სოციალურ მომხმარებლებს საქართველოში.

”ამასთან, მოსახლეობისთვის გაზის დაბალი ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს ტვირთი არ გაიზრდება, პირიქით, ეს ტვირთი შემცირდება ფიქსირებული ფასების გამო," - აღნიშნა მამედოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system