თავში

სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდა

სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დ
სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდა

ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.  

დერეფნის გაშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას აზერბაიჯანის, ირანის და საქართველოს ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ირანის გზებისა და ტრანსპორტის ორგანიზაციის საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის ოფისის გენერალურმა დირექტორმა, ჯავად ჰედაიათმა აღნიშნა, რომ  დერეფნის გაშვება მიზნად ისახავს ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას.

მისივე თქმით, ტვირთის გადაზიდვის სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი შეხვედრა გაიმართება და მხარეებს შორის ტრანსპორტირების გამარტივებაზე შეთანხმება მიიღება.

„ამ დერეფნის გავლით 20 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. 20-წლიან პერიოდში ეს მაჩვენებელი წელიწადში 50 მილიონ ტონამდე გაიზრდება“, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system