თავში

სპეციალისტების დათვლით, 1 ადამიანის არსებობისთვის 400 ლარია საჭიროა

სპეციალისტების დათვლით, 1 ადამიანის არსებობისთვის 400 ლარია საჭიროა
სპეციალისტების დათვლით, 1 ადამიანის არსებობისთვის 400 ლარია საჭიროა

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე დიდი ხანია საარსებო მინიმუმის ზრდის აუცილებლაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი  390-400 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

მისი განმარტებით, აარსებო მინიმუმის ზრდის მიუხედავად, იგი მაინც არის საკმარისი ადამიანის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

"დღეს, საარსებო მინიმუმში 70% უკავია სურსათს და 30%-ს ყველა დანარჩენ ხარჯს. ეს არის ნონსენსი, როგორ შეიძლება 70% იყოს სურსათი, მაშინ როდესაც უკიდურესი ღარიბი მოსახლეობის სურსათის ხარჯები არ აღემატება 45-50%-ს. ეს ისტორიულად შემოგვრჩა 1990-იანი წლებიდან და დღემდე არ შეუცვლიათ. 4-5-ჯერ შეიცვალა კონსტიტუცია, საგადასახადო კოდექსი, აბსოლუტურად სხვა ფასეულობებზე ავიღეთ ორიენტაცია და ეს 70% 30%-ზე თანაფარდობა ისევ ძალაშია.ახალ ვითარებაში ვცხოვრობთ, ეკონომიკური შესაძლებლობები საზოგადოებას გაეზარდა და ჩვენ კიდევ 1995 წლის თანაფარდობით ვსაზღვრავთ საარსებო მინიმუმს. 70% უნდა ჩამოვიყვანოთ სულ მცირე 50%-ზე“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია საარსებო მინიმუმის გათვლისას სასურსათო კალათის დაბალანსება, დღეს კი ის დაუბალანსებელია.

„სურსათში დამახინჯებულია და დარღვეულია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების კომპოზიცია. ცხოველური წარმომავლობის კალორიების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და უნდა გაიზარდოს. ეს მოგვცემს იმას, რომ ერთი კალორიის ღირებულება 5-6-ჯერ და მეტჯერაც უფრო ძვირია, ვიდრე მცენარეული წარმომავლობის პროდუქციის კალორიების რაოდენობა. რომ ავიღოთ მაგალითად საქონლის ხორცი, დაახლოებით 15-ჯერ უფრო ძვირი ჯდება 1000 კილოკალორიის მიღება, ვიდრე პურიდან. ანუ შეგვიძლია პურზე გადავიყვანოთ და ღირებულება შევამციროთ, მაგრამ ეს იქნება დარღვევა. ამიტომ სასურსათო კალათის დაბალანსება უნდა მოხდეს, რაც გამოიწვევს ღირებულების გაზრდას. ამგვარად, ორნახტომიანი სვლა უნდა გავაკეთოთ: გავზარდოთ სასურსათო კალათაში ცხოველური წარმომავლობის პროდუქციის რაოდენობა, რათა აქედან მიღებული კალორიების რაოდენობა იყოს დაახლოებით 50-60% და მეორე - სურსათის გაძვირებულ კალათას დავუთმოთ არა 70%, არამედ 50%. შედეგად ახლანდელი მაჩვენებელი - 195 ლარი, სულ მცირე უნდა გაორმაგდეს, დაახლოებით 390-400 ლარის ფარგლებში. ეს იქნება შედარებით რეალური მაჩვენებელი“, - განმარტა სოსო არჩვაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, 7%-იანი ინფლაციის ფონზე, მინიმალური თანხა, რაც ერთი თვის განმავლობაში ადამიანის არსებობისთვის არის აუცილებელი რეკორდულ მაჩვენებლამდე - 195.6 ლარამდე გაიზარდა. 

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ზრდა აღინიშნება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 173.3 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 277.2 ლარით, სამსულიანზე – 311.9 ლარით, ოთხსულიანზე – 346.5 ლარით, ხუთსულიანზე – 389.8 ლარით, ექვსსულიანი და მეტი – 460.9 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system