თავში

სტატისტიკოსი: პროდუქტის გაიაფებას არ უნდა ველოდით

სტატისტიკოსი: პროდუქტის გაიაფებას არ უნდა ველოდით
სტატისტიკოსი: პროდუქტის გაიაფებას არ უნდა ველოდით

ფასების ზრდის დინამიკა ქვეყანაში ისეთ მასშტაბს აღწევს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა ლამის ყოველთვიურად უარესდება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე report.ge-თან განმარტავს, ეს პროცესი გაცილებით უმტკივნეულო იქნებოდა, რომ მოსახლეობის შემოსავლები მატულობდეს. მართალია, ივნისში რამდენიმე დასახელების პროდუქტი გაიაფდა, მაგრამ ამის პარალელურად მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობა მცირდება. 

,,ივნისში, მაისთან შედარებით, ფასები 1,4%-ით შემცირდა, მაგრამ წლიური ინფლაცია 6%-ს აჭარბებს. ფასები უპრეცენდენტოდ მაღალია, რის გამოც მოსახლეობის კეთილდღეობა დიდი რისკის ქვეშ მოექცა. ინფლაციის ზრდასთან ერთად, აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და დასაქმებაზე. ფასებთან შედარებით, ჩვენი მოქალაქეების მსყიდვითუნარიანობა გაცილებით ნაკლებია - 1/3-დან 40%-მდე მოდის. შემოსავლები დაახლოებით იმავე დონეზე მაინც რომ შენარჩუნდეს, რაც გასულ წელს იყო, ფასების ზრდა შედარებით უმტკივნეულო იქნებოდა. სამწუხაროდ, ფასში მცირე სხვაობაც მძიმედ ურტყამს ოჯახების ბიუჯეტს, ამიტომ არის ასეთი პრობლემური პროდუქტის ყოველი 1 თეთრის გაძვირებაც კი. ფასები კლებისკენ ვერასდროს წამოვა, პირიქით, მუდმივად იზრდება. აშშ-შიც კი ბოლო 1 საუკუნის მანძილზე ფასები თითქმის 20-ჯერ გაიზარდა . მთავარია შემოსავლების ზრდამ გადაუსწროს ფასების ზრდას, რა მხრივაც მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამდენად, ერთმანეთის მიმართ საპირისპირო მიმართებაა, რაც ,,სენდვიჩის ეფექტის" გავლენას ახდენს მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობასა და კეთილდღეობაზე. ახლა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს და ფაქტორებს ვეძებთ, ფსკერს ფეხი დავკარით და ნელა ვიწყებთ გამოსვლას. ხოლო რამდენად მალე გამოვალთ, ხელისუფლების მარიფათიანობაზე და გარე ფაქტორებზეც არის დამოკიდებული", - აცხადებს სოსო არჩვაძე. 

ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა. ყველაზე გამოსარჩევი კარტოფილის 42.2 პროცენტით გაიაფებაა, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system