თავში

STOPCOV ფონდის თანხას მთავრობა მეორე ტალღისთვის ინახავს

STOPCOV ფონდის თანხას მთავრობა მეორე ტალღისთვის ინახავს
STOPCOV ფონდის თანხას მთავრობა მეორე ტალღისთვის ინახავს

მთავრობა STOPCOV ფონდში აკუმულირებულ თანხას მეორე ტალღისთვის ინახავს. ამის შესახებ პრემიერმა პარლამეტნში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ რომ ფონდის თანხა დეპუტატების რჩევების გათვალისწინებით დაიხარჯება.

„ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა. ჩვენ მზად ვართ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. ბატონებო, ამ ფონდის ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. ამას გაგახსენებთ, პოლიტიკური სპეკულირება რომ არ დაიწყოთ გეტყვით, როგორც გვირჩიეთ ისე გამოვიყენეთ-მეთქი,“- აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 133.5 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა.

ახალი კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივების კოორდინაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეთავაზებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი სწევს.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system