თავში

ტაქსიში მოწევაზე ჯარიმა ამოქმედდა

ტაქსიში მოწევაზე ჯარიმა ამოქმედდა
ტაქსიში მოწევაზე ჯარიმა ამოქმედდა

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებების თანახმად, მოწევა აიკრძალა ტაქსიში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.

1-ლი იანვრიდან კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით იმ მძღოლისთვის, რომელიც ტაქსიში თამბაქოს მოიხმარს და მძღოლისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ ეწევა მგზავრი და მძღოლი აღნიშნულ ქმედებას არ აღკვეთს.

რაც შეეხება ტაქსის მომხმარებელს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, ჯარიმა გავრცელდება მასზეც, თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა აკრძალულ ადგილას, საჯარიმო თანხა 100 ლარით განისაზღვრება.

report.ge-ს ცნობით, თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა.

ჯარიმა დაწესდა იმ მძღოლებისთვისაც, რომლებიც თამბაქოს ავტომობილში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოიხმარენ. ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება.

ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ ან შემდეგ ყოველ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში.

კანონს დაემატა ტერმინი - "ბრენდის გაფართოება". დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system