თავში

თბილისი-მიუნხენის ავიარეისი აგვისტოს დასაწყისიდან აღდგება

თბილისი-მიუნხენის ავიარეისი აგვისტოს დასაწყისიდან აღდგება
თბილისი-მიუნხენის ავიარეისი აგვისტოს დასაწყისიდან აღდგება

„ლუფტჰანზასთან“ მიღწეული გვაქვს შეთანხმება, რომ ყველაზე გვიან 2 აგვისტოს აღდგება რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და მიუნხენს შორის, სიხშირით - კვირაში ორი ფრენა“, - მის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე კომპანიებთან „ეარ ფრანსთან“ და „ეარ ბალტიკთანაც“.

მოსალოდნელია, რომ რეგულარულ ფრენებზე შეთანხმება აგვისტოდან მოხდეს, შარლ დე გოლის აეროპორტთანაც. მინისტრის ინფორმაციით, სიხშირეების რაოდენობა ჯერ მოლაპარაკების საგანია.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იხსნება საზღვარი, „ეარ ბალტიკია“ წარმოდგენილი, რიგა- თბილისის რეისის შესრულება ასევე აგვისტოში უკვე დაიწყება. „ამ ეტაპზე ფრენების სიხშირეზე ვსაუბრობთ - ჩვენი პოზიციაა, რომ კვირაში ერთი სიხშირე იყოს, კომპანია ახლა ამას განიხილავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ,  საქართველო ევროპის ხუთ სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს საქართველოში შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system