თავში

თბილისს ცენტრალურ პარკს "ქართუ" აუშენებს

თბილისს ცენტრალურ პარკს "ქართუ" აუშენებს
თბილისს ცენტრალურ პარკს ქართუ აუშენებს

"ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე მოაწყოს მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა," - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა თბილისის საკრბულოში განაცხადა.

სპეციალური ბრიფინგის შემდეგ თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები და ბიძინა ივანიშვილიის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური პარკის სახით დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო პარკი გაჩნდება.

„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად, უსასყიდლოდ, გადაეცემა ტბილისის მუნიციპალიტეტს და რაც მთავარია, ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში ამ ტერიტორიაზე მოაწყოს მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა, თბილისის ცენტრალური პარკი. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები. გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. ეს პარკი მისცემს ყველა მოქალაეს, როგორც თბილისელს ასევე ჩამოსუ; სტუმარს, დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით. თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყვეანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა და დასძინა, რომ 25 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში 3 მილიარდ დოლარზე მეტი საქველმოქმედო პროეტი განახორციელა.

"ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას. ამ მიმართულებით ჩვენ განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი, წლების განმავლობაში ვზრუნავდით თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებზე, აღვადგინეთ ჩვენი დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურა. ახლახან დასრულდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, რაც უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. მიმდინარეობს ურბანული ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც მოიცავს მთაწმინდის ფერდობს და სხვა ტერიტორიებს. ეს თბილისს ძალიან მალე გაუჩენს 700 ჰექტარის მოცულობის უნიკალურ ურბანულ ტყეს," - განაცხადა ჩხეტიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system