თავში

თელავის აეროდრომის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდება

თელავის აეროდრომის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდება
თელავის აეროდრომის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდება

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, თელავის აეროდრომის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდება. სამხარეო ადმინისტრაციის განმარტებით, მიმინოს აეროდრომის  გაფართოების პროექტი მზადაა. ის მოამზადა საავიაციო უნივერსიტეტმა, რომელიც აეროდრომის მოსარგებლე და ზედამხედველია. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შეფასებით, განახლებული აეროდრომიდან შიდა ფრენები განახორციელდება, რაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. 

"სულ ცოტა ხანში გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერიც. გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება სამუშაოები.”-აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში ყოფილი კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი,აანონსებდა, თელავის აეროდრომში 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

შეგახსენებთ, დაგეგმილია მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებაც, რომელიც დაგეგმილია თურქეთის მიერ საქართველოსთვის შარშან გამოყოფილი 100 მილიონი ლირის გრანტით.  2020 წლის 27 ნოემბერს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა. ამავე გრანტის ფარგლებში საქართველო თურქული წარმოების აღჭურვილობას მიიღებს. თანხა ათვისებული უნდა იქნეს კონკრეტული პროექტებისათვის მისი გამოყოფიდან 5 წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system