თავში

Toyota 2022 წლიდან ელექტრომობილებს გაყიდის

Toyota 2022 წლიდან ელექტრომობილებს გაყიდის
Toyota 2022 წლიდან ელექტრომობილებს გაყიდის

უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor 2022 წლიდან პირველი ელექტრომობილის გაყიდვას დაიწყებს.

Toyota bZ4X კროსოვერის გაყიდვები 2022 წლის შუა პერიოდში იგეგმება. ელექტრომობილის მოდელის ფასი ამ დროისთვის უცნობია. 

როგორც ავტომწარმოებელი აცხადებს, მისი ავტომობილი სრულად დამუხტვის შემდეგ 500 კმ-ის გავლას შეძლებს, ბატარეის 80%-მდე დატენას კი დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება. 

ამასთან, Toyota Motor გეგმავს ელექტრო მანქანების ახალი ხაზი შექმნას, რომელშიც  2025 წლისთვის 15 მოდელი იქნება გაერთიანებული.

ცნობისთვის, სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირში გაყიდული ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტრომობილია.

ევროპის საავტომობილო მწარმოებლების ასოციაციაში (ACEA) აცხადებენ, რომ ელექტრო მანქანების გაყიდვები წელს თითქმის 57%–ით არის გაზრდილი და 212 000 ერთეულს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system