თავში

Toyota-ს ახალი ავტომობილი, ახალი ვირტუალური ასისტენტით - PHOTO

Toyota-ს ახალი ავტომობილი, ახალი ვირტუალური ასისტენტით
Toyota-ს ახალი ავტომობილი, ახალი ვირტუალური ასისტენტით - PHOTO

report.ge-მ ცოტა ხნის წინ გიამბოთ Tesla-ს განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, როგორც ჩანს არც იაპონური გიგანტი აპირებს თანამედროვეობის ტენდენციებს ასცდეს. ცნობილი ხდება რომ Toyota ავტომობილს ახალი ვირტუალური დამხმარე ეყოლება. Toyota LQ-ს ვირტუალური დამხმარე Yui დაპროგრამებული იქნება ისე, რომ შეასრულოს მძღოლის სხვადასხვა მოთხოვნა. იაპონურ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ “მომავლის ავტომობილში” გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ისეთი ალგორითმების შექმნას მიენიჭება, რომლებიც მძღოლს ტრანსპორტის მართვაში დაეხმარებიან. Yui-ს შეუძლია შეარჩიოს სალონში ოპტიმალური ტემპერატურა, განათება. ასევე გაარკვიოს მძღოლის განწყობა მისი საუბრიდან გამომდინარე. ამას ერთად სისტემა უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თუ მძღოლს გზაში ჩაეძინა, მიუხედავად იმისა ჩართულია თუ არა ავტოპილოტი, მისი სავარძელი ვერტიკალურად იხრება და ცივი ჰაერის მასა გამოდის, რამაც საჭესთან მჯდომი ადამიანი უნდა გამოაღვიძოს. Toyota LQ-ს ავტონომიურობის მეოთხე საფეხური გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი გზაზე დამოუკიდებლად მოძრაობს. თუმცა მძღოლს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში თავად აიღო საჭის მართვა. Panasonic-თან თანამშრომლობით Toyota-მ შეიმუშავა ტექნოლოგია Automated Valet, რომელიც ავტომობილს საშუალებას აძლევს პარკირების ადგილზე მძღოლის ჩარევის გარეშე მივიდეს და განთავსდეს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც რომ "ტოიოტა" ელექტრომობილების და ჰიბრიდების წარმოებითაც არ ჩამოუვარდება თანამედროვე ავტომწარმოებლების ტემპს. 




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system