თავში

წალკაში ბროკოლის წარმოება გაფართოვდა

წალკაში ბროკოლის წარმოება გაფართოვდა
წალკაში ბროკოლის წარმოება გაფართოვდა

გიორგი აბულაძე ეკომიგრანტია, მთიანი აჭარის ზვავსაშიში ზონიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი წალკაში 2001 წელს გადმოსახლდა. ოჯახს თავდაპირველად სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავდა, მათ შორის: კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი. 2017 წელს გიორგიმ და მისმა ოჯახმა ბროკოლის წარმოებას მიჰყო ხელი. სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ბროკოლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მაღალია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს, თუმცა დიდწილად საზღვარგარეთიდან შემოდის. შესაბამისად, გიორგიმ გადაწყვიტა ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით ბროკოლი უფრო დიდ ნაკვეთზე დაეთესა და ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება გაეფართოებინა.

ევროკავშრისა და FAO-ს ექსპერტების დახმარებით აბულაძეებმა 0.35 ჰექტარ მიწაზე ბროკოლის მაღალი სტანდარტებით წარმოება დაიწყეს. გიორგი ამბობს, რომ ეს დამოუკიდებლად გაუჭირდებოდა.

„აგრონომების წყალობით შევძელი, რომ ამ კულტურის მოყვანისთვის საჭირო ყველა რესურსი ხელთ მქონოდა, თანაც გამეზარდა ნაკვეთი და შესაბამისად მოვიყვანე უფრო მეტი ბროკოლი. ევროკავშირი და FAO დამეხმარა არამხოლოდ მატერიალურად, არამედ მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი სიახლეებს და პრაქტიკაში დამენერგა უახლესი მეთოდები,“ - აღნიშნავს გიორგი.

FAO-ს ფინანსებით3,500 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შეიძინეს ბროკოლის სათესლე მასალა, საჩითილე კასეტები, სპეციალური პოლიეთილენი მულჩისათვის, პირადი დაცვის საშუალებები, სასუქები, პესტიციდები, სარგავი. ფერმერს გადაეცა მწერების საწინააღმდეგო ბადე სათბურისთვის. გიორგი გადამზადდა ჩითილების წარმოებასა და მათ მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში. ექსპერტებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია მთლიანი ციკლის განმავლობაში მცენარის მოვლის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების შესახებ.

გიორგის ბროკოლის მოსავლის აღება ახალი დაწყებული აქვს და მოსავლის ზრდას ელის. რაც შეეხება ხარჯებს, ფერმერმა ამ კუთხით დიდი შეღავათი მიიღო, რადგან მისი ნაკვეთის მოსაწყობად თითქმის ყველა ხარჯი ევროკავშირმა და FAO-მ დააფინანსა. გარდა ამისა, 

ფერმერი გიორგი აბულაძე ფიქრობს, რომ მოსავალი მალე მკვეთრად გაეზრდება და საკუთარი პროდუქციის ქსელურ მარკეტებში რეალიზებასაც შეძლებს. ასევე გეგმავს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით სხვა კულტურების მოყვანას, რაშიც აგრონომთა მხარდაჭერის იმედი აქვს.

სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა პროექტ „ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დღემდე საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში 19 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, ხოლო 11 სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები საერთო ჯამში 18 ჰექტარამდე ფართობზე დაითესა.

გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system