თავში

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შეწყდა

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შეწყდა
წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შეწყდა

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შეწყდა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი არ განხორციელებულა, მაშინ როცა შარშან 010410 სასაქონლო ნიშნის ქვეშ ჯამში აზერბაიჯანში 2,233.9 ტონა ცოცხალი ცხვარი გაიყიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 4,700.0 ათასი დოლარია. ცხვრები საავტომობილო გზით გადაიზიდა.

აზერბაიჯანში ცხვრის ექსპორტის შეწყვეტის მიზეზად მეცხვარეები მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიურ შეზღუდვებს ასახელებენ.

ქიზიყის მკვიდრი, მეცხარე, ვალერი გელაშვილი გვიხსნის, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორისგან 100 სულ საჯიშე ცხვარზე შეკვეთა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა ინვესტორმა შეკვეთა იანვრის 15-ში უკვე გააუქმა და მიზეზად კორონავირუსის გამო არაპროგნოზირებადი გარემო დაასახელა.

კორონავირუსმა ხელი არ შეუშალა საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტს საუდის არაბეთში. ამ ქვეყანაში წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 578.9 ტონა ცოცხალი ცხვარი, რაშიც არაბმა ინვესტორებმა 2,081.3 ათასი დოლარი გადაიხადეს, რაც შეეხება წინა წელს, შარშან არაბეთში საქართველოდან გაიყიდა 5,184.5 ათასი დოლარის ღირებულების 1,799.6 ტონა ცხვარი.

ორივე წელს ექსპორტი განხორციელდა ზღვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system