თავში

წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 241.5 ათასი ტურისტი გაემგზავრა

წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 241.5 ათასი ტურისტი გაემგზავრა
წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 241.5 ათასი ტურისტი გაემგზავრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით ასეთია:

2019 წლის პირველ კვარტალში მოგზაურების მიზნით ქვეყანა დატოვა 677.4 ათასმა მოქალაქემ, ხოლო ოფიციალური ვიზიტით ქვეყნიდან გაემგზავრა 484.8 ათასი მოქალაქე.

2020 წლის იმავე პერიოდში მოგზაურობისთვის საქართველოდან გაემგზავრა 619.9 ათასი კაცი, ოფიციალური ვიზიტით ქვეყანა ხოლო 452.5 ათასმა რეზიდენტმა დატოვა.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუ ექსკურსიული ვიზიტისთვის 2019 წელს საქართველოდან 215.0 ათასი მოქალაქე გაემგზავრა, 2020 წლის ამავე პერიოდში მათი ოდენობა 4000-ით შემცირდა და 211.0 ათასს გაუტოლდა. გასულ წერლს ტურისტული ვიზიტით ქვეყნიდან გაემგზავრა 269.8 ათასი რეზიდენტი, ხოლო 2020 წელს მათი ოდენობა 241.5 ათასამდე შემცირდა.

ვიზიტების უმრავლესობა, 44.7 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს 31-50 წლის რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 40.4 პროცენტს შეადგენდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტებში 332.8 მლნ ლარი დახარჯეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system