თავში

წლევანდელი ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000 ტონაა

წლევანდელი ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000 ტონაა
წლევანდელი ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000 ტონაა

ციტრუსის მოსავალი წელს, შარშანდელთან შდარებით, დაახლოებით 20 000 ტონით შემცირდება. ამის მიზეზი უამინდობა გახდა. როგორც report.ge-ს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ზამთრის ყინვამ მოსავალი მნიშვნელოვნად დააზარალა და დაბლობ ზონებში ციტრუსი თითქმის განადგურდა, რაც საერთო მოსავლიანოაბზე მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის აგრარული დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე ამბობს, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი წელს 40 000 ტონამდეა, როცა შარშან 60 000 ტონა იყო.

,,თებერვალში უხვთოვლიანობისა და მაღალი ყინის გამო ქობულეთშისერიოზული ზიანი მიადგა ციტრუსებს, განსაკუთრებით  დაბალ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 50 კმ. ზონაში გენერაციული კვირტები ციტრუსის 80%-ს გაუნადგურდა. მარტო ქობულეთში წინა სეზონზე 25 ათას ტონემდე ციტრუსი დაიკრიფა, მაგრამ  წელს ეს რაოდენობა 20 000 ტონას არ გადააჭარბებს. ხელვაჩაურში ცოტა უკეთესი ვითარებაა, ჯამში, საპროგნოზი მაჩვენებელი 40 000 ტონაა. ზოგან მცენარეები მასიურად განადგურდა, ასეთი მთიანი ნარგავების 7-8%-ია. ეს ფასზეც მოახდენს გავლენას, თუმცა ბაზარი დაარეგულირებს და წინასწარ ვერ გეტყვით, რა ფასად შეძლებენ ფერმერები მოსავლის გაყიდვას", - ამბობს ლევან ბოლქვაძე.

მოსავლის რაოდენობაზე საუბრობენ მეციტრუსეებიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ალეკო ქათამაძის თქმით, მოსავალი თითქმის განახევრებულია. 

,,ცუდად დაიწყო წლევანდელი სეზონი, რაც შრომა გავწიეთ, ნახევარი წყალში ჩაგვეყარა. მანდარინის ნაყოფი ადრულ გაზაფხულზევე მოიყინა, რაც გადარჩა, ისიც უხარისხოა. შარშან 3 ტონაზე მეტი დავკრიფეთ, მაგრამ საეჭვოა, ამის ნახევარი მაინც მივიღეთ, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. არის ხალხი, სადაც მანდარინი აქა-იქ შემორჩა ტოტებს, ალბათ, მთავრობა გაითვალისწინებს ამ მდგომარეობას და გარკვეულ დახმარებას გაგვიწევს, საკმაოდ დიდი დანაკარგი გვაქვს", - წუხს ალეკო ქათამაძე.

ფერმერების ინფორმაციით, რეგიონში საადრეო ჯიშის ციტრუსის კრეფა დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება, ხოლო თვის ბოლოდან მასიურ კრეფა დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს გიორგი სურმანიძეს, ციტრუსის მოსავლათან დაკავშირებითჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დავალება უკვე მისცა, რომ წარმატებით შეძლონ ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის დაბინავება.

ქართული ციტრუსის ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა შარშან ბაზრების გეოგრაფია გაიზარდა, ქართულ მანდარინზე მოთხოვნა გაიზარდა შუა აზიაში, დაინტერესდნენ ბელორუსიდანაც. ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა. გასულ წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში განხორციელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system