თავში

წლის ბოლომდე მშპ-ს ვარდნის ტემპი გაგრძელდება

წლის ბოლომდე მშპ-ს ვარდნის ტემპი გაგრძელდება
წლის ბოლომდე მშპ-ს ვარდნის ტემპი გაგრძელდება

საგარეო ფაქტორები და ტურიზმის სფეროს ჩავარდნა, ეს ის ძირითადი დარგებია, რომლის გავლენით მოსალოდნელია, რომ მშპ-ს კლების ტენდენცია გაგრძელდეს. ასე ფქირობ სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომლის პროგნოზითაც, კლება მინიმალურ დონეზეა მოსალოდნელი, ხოლო ტრანსპორტის მიმართულების გამორიცხვით, ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვლება და შეიძლება ზრდა 5%-მდეც დაფიქსირდეს. 

,,ჩვენ გვაქვს მშპ-ს ვარდნის ტენდენცია 0,7%-იანი კლება იყო და კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, იმის გამო, რომ წელს სასოფლო პროდუქციის მოცულობა გაიზარდა და გადამამუსავებელი მრეწველობის მიმართაც პოზიტიური დინამიკაა, იძლევა შესაძლებლობას, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკის ზრდა თუ არა, მხოლოდ მცირეოდენი კლება მოხდეს. ტრანსპორტის სფეროს გამოვრიცხავთ მშპ-ს 5%-იანი ზრდა შეიძლება მივიღოთ, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და არსებული პოტენციალი ჯამურად შეფასდეს. სამწუხაროდ, ტურიზმმა ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო და 2024 წლამდე გაჭირდება ეპიდემიამდელი სიტუაციის დაბრუნება. covid-19-ს დავამარცხებთ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ნეგატიური დამოკიდებულება, შიში გადაადგილების მიმართ, რაც ტურიზმის დაკარგული პოზიციების აღდდგენისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება", - აცხადებს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

ასეთ შემთხვევაში, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, მნიშვნელოვანია აქცენტი შიდამწარმოებლურ პოტენციალზე უნდა გაკეთდეს. ამავდროულად, ექსპორტზე პოზიციები გაუმჯობესდეს.

,,მთავარია ცოდნა, რამდენად ხდება წარმოებული პროდუქცია მოთხოვნადი მსოფლიო ბაზარზე, რადგან ძირითადად გარე ბაზრების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადავ უნდა ვიმუშაოთ. როცა მოთხოვნა მცირდება, როგორი წარმოებაც არ უნდა იყოს შიდა ბაზარზე, გვინდა თანხვედრა - შიდა და მსოფლიო ბაზრის მზადყოფნა, რომ მოახდინოს, მიიღოს და შეიძინოს ქართული პროდუქცია. ამიტომ თვალყური უფრო ფრხილად ვადევნოთ მსოფლიო კონიუნქტურას და სადაც გარკვეული სიცარიელე ჩნდება დაგვიანებით მიწოდებით ან ვერმიწოდების გამო, ქართული პროდუქტი შევთავაზოთ. ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ევროკავშირის ბაზარზე მეორე კვარტლის დასაწყისში, როცა ხილის მიწოდებაქვეყანამ ვერ უზრუნველყო. ამიტომ ჩვენი პროდუქტი მივაწოდეთ. იმისთვის, რომ სადმე არ დარჩეს ცარიელი ადგილი და ქართულ პროდუქტს ესპორტზე მეტი შანსი მივცეთ, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალყური", - ამბობს არჩვაძე. 

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიის გამო ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი მცირდება. ამის მიზეზი განმარტეს ეროვნულ ბანკშიც და აღინიშნა, რომ დიდი ხნის მანძილზე შემცირებულია საგარეო მოთხოვნა, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, და, შედეგად, პოტენციური მშპ-ის შემცირებული ზრდა არის.

სებ-ის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, რეალური მშპ-ის მისი პოტენციური დონიდან ჩამორჩენა უფრო ნაკლებია და საბოლოოდ დისინფლაციური ეფექტიც უფრო სუსტია, ვიდრე წინა პროგნოზით იყო გათვალისწინებული.

სებ-ის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი როგორც 2020, ასევე 2021 წლისათვის, იგივე დარჩა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system