თავში

წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 16%-ით შემცირდა

წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 16%-ით შემცირდა
წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 16%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 503.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით შემცირდა და 1 078.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (197.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (167.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (161.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 332.4 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.8 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 91.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.4 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system