თავში

წლიური ინფლაციის დონე 6.5 პროცენტია

წლიური ინფლაციის დონე 6.5 პროცენტია
წლიური ინფლაციის დონე 6.5 პროცენტია

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა 3 სხვადასხვა ჯგუფზე ფასების ცვლილებამ გამოიწვია, ესენია: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, ჯანმრთელობის დაცვა და ტრანსპორტის ჯგუფი.

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.3 პროცენტიანი მატება, რაც შესაბამისად, 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (4.4 პროცენტი); 

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (2.8 პროცენტი); 

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.4 პროცენტიანი კლება, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.4 პროცენტი).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system