თავში

ტურისტული ინდუსტრიის ბიზნესი გადასახადების გადავადებას ითხოვს

ტურისტული ინდუსტრიის ბიზნესი გადასახადების გადავადებას ითხოვს
ტურისტული ინდუსტრიის ბიზნესი გადასახადების გადავადებას ითხოვს

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სახელმწიფოს გადასახადების გადავადებისა და ბანკებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო სექტორი გაკოტრების ზრღვარზეა.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები წერილობით მიმართავენ სახელმწიფოს. ისინი განცხადებაში მოთხოვნებს გაწერენ.

ძირითადი მოთხოვნა დარგისთვის გადასახადების გადავადებაა. ისინი სახელმწიფოსგან კომერციულ ბანკებთან და კომუნალურ კომპანიებთან შუამდგომლობას ითხოვენ, რათა სესხების რესტრუქტურიზაცია მოხერხდეს.

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, თბილისის სასტუმროებში მარტი-აპრილის ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმებულია.

ტურიზმის სტაგნაციაზე საუბრობენ  ევროპაშიც. სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ევროკავშირის ტურიზმის სექტორმა 1 მილიარდი ევრო იზარალა.

კორონავირუსმა, იგივე Kovid 19-მა ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა. მას შემდეგ ჩინეთსა და მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშიში ვირუსი დღეისათვის მსოფლიოს 67 ქვეყანაში ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ღამის განმავლობაში ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 კი პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი COVID-19 76 ქვეყანაშია დადასტურებული. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.

სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი და იაპონია - ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია.

ამასთან, COVID-19-ის ევროპაში გავრცელების მასშტაბის ზრდის ფონზე, რისკის „საშუალო“ დონე „მაღალით“ შეიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღეს კი ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა, ხოლო ორი ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system