თავში

ტურისტული კომპანიები ჯგუფური ტურების მისაღებად მზად არიან

ტურისტული კომპანიები ჯგუფური ტურების მისაღებად მზად არიან
ტურისტული კომპანიები ჯგუფური ტურების მისაღებად მზად არიან

ტურისტულ კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დასვენებლების ახალი ნაკადების მისაღებად მზად არიან. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანიის მენეჯერმა თინათინ გოგუაძემ report.ge-ს აცნობა, დაახლოებით ერთ კვირაში, როცა ტურისტული ინდუსტრიისთვის რეგულაციები საბოლოოდ გაირკვევა და ახალ წესებს სრულად გაეცნობიან, შეკვეთების მიღებას შეძლებენ. გოგუაძე ფიქრობს, რომ  საქართველოში უსაფრთხო ტურიზმისთვის ყველა ხელსაყრელი პირობაა.

მისი ინფორმაციით, ტურისტული კომპანია უკვე აწარმოებს საინფორმაციო კონსულტაციებს, დასვენების მსურველთა შორის კი ჯერჯერობით აზიისა და სკანდინავიის ქვეყნებს მოქალაქეები არიან.

,,საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ უსაფრთხოების გარანტირებული პირობები შექმნას დამსვენებლებისთვის, რამაც ბაზარს სიცოცხლის ნიშანწალი დაატყო. covid-19-თან ბრძოლაში საკმაოდ დიდ წარამატებას მივაღწიეთ, რაც ქვეყნის სანდოობას განაპირობებს. შეიძლება, რამდენიმე რეგიონი, განსაკუთრებით საკურორტო მხარე, მწვანე ზონად გამოცხადდეს. შეკვეთებთან დაკავშირებით ტურისტებთან მიმოწერა გვაქვს, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მაგრამ რამდენიმე შეკვეთას გავაფორმებთ, როგორც კი ტურიზმისთვის ახალი წესების პირობები გაირკვევა. რამდენადაც ვიცი, რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.  ჯერჯერობით საინფორმაციო კომუნიკაცია გვაქვს მოგზაურობის მსურველებთან, რომლებიც აქ გასულ წლებში გვსტუმრობდნენ, ისევ ცდილობენ დასვენებას საქართველოში.  ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებებს ბოლომდე მივიყვანთ. ვგულისხმობ ორგანიზებულ ჯგუფურ ტურებს, რომელსაც ჩვენი ორგანიზიაცია ეწევა. მოგვიწევს, რომ საქმიანობა ახალ რეალობაში, ახალი წესებით და სტანდარტებით გავაგრძელოთ", - აცხადებს თინათინ გოგუაძე.

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით მთავრობამ ეკონომიკა აამოქმედოს, აამუშაოს და პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს. სექტორი სტარტს რეგიონებიდან აიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system