თავში

როდის მიიღებს სტუდენტებს ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში

ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში
როდის მიიღებს სტუდენტებს ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი სასწავლო პროგრამის შეთანხმების ბოლო დეტალებს გადის. სასწავლებელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში განთავსდება. Vatel-ის სასწავლებელში სტუდენტების მიღება 2018 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო პროცესი გადაიდო. პროექტს „ბლოკ ჯგუფი„ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) ერთობლივად ახორციელებენ.

როგორც „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, სასწავლებელი მოთმინებით ელოდება ადგილობრივ დონეზე საკითხების გადაწყვეტას.

„განათლების სამინისტროს დავუწერეთ სისტემა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ტურიზმის სწავლება ყველა ინსტიტუტში. ამ პროგრამამ ერთი მოსმენა უკვე გაიარა და ვფიქრობთ ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება. შედეგად ამ სწავლების განხორციელებას ყველა ინსტიტუტი შეძლებს იმიტომ, რომ მოთხოვნა დიდია ამ სფეროზე. ჩვენი უპირატესობა კი ისაა, რომ საერთაშორისო უნივერსიტეტი შემოგვყავს, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. განათლების სამინისტროს ნაცვლად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. თუ სასწავლო პროგრამის განხილვა ჩვენს სასიკეთოდ ჩაივლის, 2020 წლისთვის Vatel-ი "სეუს" შენობაში გაიხსნება,“ - აცხადებს პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი.

მისივე თქმით, ტურიზმის მართვის სექტორში ყველაზე დიდი ფრანგული უნივერსიტეტი Vatel-ი სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სთავაზობს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 100 პროცენტიანი დასაქმების სტატისტიკა აქვთ. ჯანაშვილის განმარტებით, Vatel-ში ბაკალავრიატის დიპლომის მისაღებად 3-წლიანი სწავლების კურსია გასავლელი. ყოველი მეორე სემესტრი არის პრაქტიკა საერთაშორისო სასტუმროებში სხვადასხვა პოზიციებზე. თორნიკე ჯანაშვილის განცხადებითვე, უნივერსიტეტში სწავლის საფასური საკმაოდ ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ,წელიწადში 5 ათასი დოლარი იქნება 

პროექტში მთლიანობაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთში მოღვაწეობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system