თავში

ტურიზმის სექტორი უიმედოდაა

ტურიზმის სექტორი უიმედოდაა
ტურიზმის სექტორი უიმედოდაა

ტურიზმის სფეროს სპეციალისტების ეთანხმებიან ეროვნული ბანკის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების 80%-ით შემცირდება. პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ტურისტულ ქვეყანაში, ფაქტობრივად კატასტროფული ვითარებაა და ეს გავლენა გადამდებია საქართველოსთვისაც, რომელიც ეპიდემიას ახლაც ებრძვის. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ტურიზმთან დაკავშირებით ყველა იმედი გადაიწურა. 

,,ორ თვეში ტურიზმის აქტიური სეზონი სრულდება. ეს ის პერიოდია, როცა შემოსავლების დიდი ნაწილი უკვე თავმოყრილია და შედეგი მეტ-ნაკლებად ვიცით. მიმაჩნია, რომ სებ-მა საკმაოდ რეალური პროგნოზი გააკეთა. პერსპექტივა არც ზამთრის ტურიზმს აქვს. ეპიდემიის შეჩერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება და არ ვიცით, ძირითად სათხილამურო კურორტებზე როგორი ვითარება იქნება. მით უმეტეს, საჰაერო ხაზები არ გახსნილა. არ ჩანს, მაინცდამაინც საქართველოში სურდეთ დასვენება, ამ ეტაპზე ჩვენ დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები არ გვაქვს. სახმელეთო გზით შეიძლება მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდეს ტურისტი, ხოლო იქ არსებულ ეპიდსიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ სჯობს, თავი შეიკავონ საქართველოში დასვენებისგან. აქედან გამომდინარე, ტურიზმში 80%-იანი სავარაუდო კლება არსებული რეალობის გამოძახილია და ამ პროგნოზს ვენდობი“, - აცხადებს report.ge-თან ნიკა კვარაცხელია.

მისი თქმით, ტურიზმთან დაკავშირებით რეალურად ვერც მთავრობის 3-პუნქტიანი გეგმა მუშაობს, რადგან ეპიდემიური სიტუაციის გამო მისი განხორციელება ვერ ხერხდება.

,,ქვეყანა ინერციით მიყვება ტურიზმს, გეგმის მიხედვით არ მიდიან. მთელ მსოფლიოში ასეა, ნებისმიერ ტურისტულ ქვეყანაში, ფაქტიურად კატასტროფული ვითარებაა. კარანტინის მიზნით ხალხი შეასახლეს რამდენიმე სასტუმროში, რომლებიც რაღაც პერიოდით ალბათ თავი გადაირჩენენ, მაგრამ ეს ხომ ტურიზმი არ არის, განთავსების იძულებითი ფორმაა, თუმცა სასტუმროს შემოუვა შემოსავალი“, - ამბობს კვარაცხელია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ტურიზმთან დაკავშირებით  პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80%-ით შემცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system