თავში

თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავს

თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავს
თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავს

აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე სატვირთო მიმოსვლის მოცულობამ 1 მილიონ 360 ათას ტონას გადააჭარბა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ანკარა საშუალოვადიან პერსპექტივაში ბაქო-თბილისი-ყარსით გადაზიდვების მოცულობის 3,2 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავს მიზნად, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 6,5 მილიონ ტონამდე.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ BTK-ის წყალობით გაიზარდა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელობა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვასა და ვაჭრობაში.

„BTK რკინიგზის და ბოსფორის ქვეშ მარმარილოს გვირაბის წყალობით, შეიქმნა სარკინიგზო მარშრუტი პეკინიდან ლონდონამდე. შუა სატრანსპორტო დერეფანი უსაფრთხო და ეკონომიურია, რაც მკვეთრად ამცირებს მიწოდების დროს ევრაზიის რეგიონში. BTK იძლევა საქონლის მიწოდების საშუალებას. რკინიგზით თურქეთიდან საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ჩინეთის მიმართულებით“, - განაცხადა კარაისმაილოღლუმ.

BTK-ის სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა და თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული ნაყოფია. BTK რკინიგზის სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 246 კმ - საქართველოს, 79 კმ კი - თურქეთის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system