თავში

თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვებას 2023 წლისთვის დაიწყებს - ერდოღანი

თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვებას 2023 წლისთვის დაიწყებს - ერდოღანი
თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვებას 2023 წლისთვის დაიწყებს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლისთვის ქვეყანა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის სრულმასშტაბიან მოპოვებას დაიწყებს. 

”ჩვენ ვცდილობთ დროულად დავიწყოთ შავი ზღვის გაზის საბადოს განვითარების პირველი ეტაპი 2023 წლისთვის. ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები ბურღვის სფეროში საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ გარე დამოკიდებულებას. ასევე შავი ზღვიდან გაზის იმპორტი შეამცირებს  საწვავის იმპორტზე მოთხოვნას ”, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, აღნიშნული შელფიდან ბუნებრივი აირის სატესტო რეჟიმში ამოსაქაჩად ტექნიკურად ყველაფერი მზადაა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო 1 წელიწადში თურქეთმა შავ ზღვაში ხუთზე მეტი საბადო გაბურღა. ამის პარალელურად, ხელისუფლება ასევე აშენებს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას გაზის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.

2020 წლის 21 აგვისტოს ერდოღანმა გამოაცხადა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის დიდი მარაგები აღმოაჩინა. 2023 წლისთვის, ხელისუფლება ელოდება მის შიდა ბაზარზე მიწოდებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system