თავში

თურქული ლირა გამყარდა - $1-ის ღირებულება 11 ლირამდე დაეცა

თურქული ლირა გამყარდა - $1-ის ღირებულება 11 ლირამდე დაეცა
თურქული ლირა გამყარდა - $1-ის ღირებულება 11 ლირამდე დაეცა

თურქეთის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გამყარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

21 დეკემბრის სავაჭრო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 11,67 ლირა ღირს.

ერთი დღით ადრე თურქული ვალუტა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18 ლირას მიაღწია.

ხუთშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეემცირებინა.

ჯერ კიდევ თებერვალში დოლარი 6,9 ლირა ღირდა, მას შემდეგ თურქული ვალუტა თითქმის 120 პროცენტით გაუფასურდა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system