თავში

თურნავას ბოკერიას: ყველასთვის ერთნაირი საგადასახადო შეღავათი არასწორია

თურნავას ბოკერიას: ყველასთვის ერთნაირი საგადასახადო შეღავათი არასწორია
თურნავას ბოკერიას: ყველასთვის ერთნაირი საგადასახადო შეღავათი არასწორია

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიცია არაეფექტური რეფორმების გატარებაზე საუბრისთვის გააკრიტიკა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელ არაეფექტურ რეფორმებზე ისაუბრა.

"წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე," - თქვა მინისტრმა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„არაეფექტური პროგრამების მაგალითი შემიძლია მოვიყანო. წინა ხელისუფლების დროს მე ვმუშაობდი სახელმწიფო თანამდებობაზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს 2006 წლის ნოემბრამდე. ეს ძალიან მეხმარება თქვენს შეფასებაში. 2006 წლის ნოემბრამდე იქ ვიყავი და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, ამიტომ თამამად შემიძლია შეფასება გავაკეთო“, - მიმართა თურნავა „ევროპულ საქართველოს“.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობა არ მიიჩნევს სწორად საგადასახადო შეღავათების ყველაზე თანაბრად გავრცელების იდეას.

„რატომ უნდა გაუნახევრდეს საშემოსავლო გადასახადი ყველას თანაბრად? მაგალითად მიმტანისთვის ბარში, საბავშვო ბაღის დამრიგებლისთვის და ასევე მაღალხელფასიანი ადამიანისთვის, მაგალითად მთავრობის წევრი ნათია თურნავასთვის, ან პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიასთვის- რატომ უნდა გაგინახევრდეთ საშემოსავლო გადასახადი? რატომ უნდა გაგიკეთდეთ ეს შეღავათი პარლამენტის წევრებს, რადგან მე როგორც ვიცი პანდემიის პერიოდში დისტანციურ რეჟიმში გიწევდათ მუშაობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა. კიდევ უფრო საინტერესო მიდგომა გაქვთ ქონების გადასახადთან დაკავშირებით - წლის ბოლომდე გავანულოთ ქონების გადასახადი. თავი დავანებოთ იმას, რონ წლის ბოლომდე 430 მლნ ლარს ველოდებით ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში. არ მესმის, რატომ არ უნდა გადავახდევინოთ გადასახადი მსხვილ ბიზნესებს, ან ყველა დარგს, ან იმ საწარმოებს, ვინც კოვიდის მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა? ეს არის საბჭოთა „ურავნილოვკის“(თანასწორობის) პრინციპი. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ინიციატივები მარტო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ეს არის მინუს 1.6 მლრდ ლარი ბიუჯეტისთვის და მაგის ზევით დანარჩენი ინიციტივები, რომ დავთვალოთ დაახლოებით 4.0 მლრდ ლარის გარეშე უნდა დარჩეს ბიუჯეტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე მისულ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ, ჰკითხა:"მაინტერესებს სად გადის ზღვარი იმისთვის, რომ საგადასახადო ტვირთი შეამციროთ?"

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system