თავში

თურნავას პასუხი საბერძნეთის ელჩს

თურნავას პასუხი საბერძნეთის ელჩს
თურნავას პასუხი საბერძნეთის ელჩს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საბერძნეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განახლების შესახებ დადასტურება არ ყოფილა, თუმცა მისი თქმით, საქართველოს მხრიდან კეთილი ნება არსებობს, რომ ბერძნულ კომპანიებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გარკვეული რაოდენობის ფრენებზე შეთანხმდნენ. 

ასე უპასუხა მინისტრმა საბერძნეთის ელჩის, დიმიტრიოს კარაბალისის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთი, საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად, იმ სიის მიღმა დარჩა, ვისთანაც საქართველომ საჰაერო მიმოსვლა გახსნა.

„რეისების დადასტურება ხდება ერთადერთ უწყებაში, ეს არის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, რომელიც შედის ჩვენი სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, დადასტურება რომ ყოფილიყო, იქნებოდა ამ უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი და ჩვენ მსგავსი დადასტურება არ გაგვიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, დიალოგი მუდმივად მიმდინარეობს არამარტო „ეგეოსის ავიახაზებთან“, არამედ სხვა ავიაკომპანიებთან, რომელიც ადრე თუ გვიან ურთიერთშეთანხმებით სრულდება, როგორც იყო „ეარბალტიკის“, „ეარფრანსისა“ და „ლუფთანზას“ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, დადასტურება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ კეთილი ნება ჩვენი მხრიდან, რომ შევთანხმდეთ გარკვეული რაოდენობის ფრენებზე გარკვეული პერიოდში, ეს შეიძლება არ იყოს აგვისტო და იყოს სექტემბერი, ამაზე ვმუშაობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა, მათი დიპლომატიური კორპუსი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიების ინტერესები, მაგრამ აქ არის ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“- განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system