თავში

თვენახევარში საწვავზე ფასი 8-30 თეთრით გაიზარდა

თვენახევარში საწვავზე ფასი 8-30 თეთრით გაიზარდა
თვენახევარში საწვავზე ფასი 8-30 თეთრით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის საშუალოდ 30 თეთრით, ხოლო ბრენდირებულ სადგურებზე 5-8 თეთრით მატება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდამ განაპირობა.

ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებას მთვრალაშვილი report.ge-ს ნავთობის საერთაშორისო ფასის მატებით უხსნის. მისი განმარტებით, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, ბენზინზე, დიზელზე ბოლო ორი თვეა სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. 

"პანდემიის გამო მაისის შუა რიცხვებამდე სახეზე იყო ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა, რაც განაპირობა ნავთობის მოხმარების შემცირებამ, თუმცა მოგვიანებით ეკონომიკები გაიხსნა და ვაჭრობის ტემპიც მეტ-ნაკლებად აღდგა, „ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის“ (OPEC)წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტები შეემცირებინათ და ფასებიც გაიზარდა. საწვავმა გაძვირება დაიწყო შიდაბაზარზეც. ფასების მატების პირველი ტალღა არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ისინი მარაგების გარეშე ოპერირებენ“, -  გვიხსნის ვანო მთვრალაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system