თავში

უჩხო მალე კანიონინგის მოყვარულებს მიიღებს

უჩხო მალე კანიონინგის მოყვარულებს მიიღებს
უჩხო მალე კანიონინგის მოყვარულებს მიიღებს

უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან. კანიონინგის ინსტრუქტორებად უჩხოს ხეობაში გიდები შეირჩნენ, რომლებმაც თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები სამეგრელოსა და უჩხოს ხეობაში გაიარეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება მალე შეეძლებათ. ცნობისთვის, უჩხოს მიმართულება არის პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს.პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system