თავში

უძრავი ქონების ბაზარს არჩევნების გავლენა დაეტყო

უძრავი ქონების ბაზარს არჩევნების გავლენა დაეტყო
უძრავი ქონების ბაზარს არჩევნების გავლენა დაეტყო

სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე რეალიზაციისა და ფასის კლება არჩევნების გავლენით არის გამოწვეული. ,,არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ვარაუდობს, რომ კლების ტენდენცია წლის ბოლომდე გასტანს. თუმცა, მისი თქმით, საცხოვრებელი ბინები უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი პირველია, რომელიც პოზიციებს მალევე აღიდგენს.

,,ყურადღებით ვაკვირდებით ბაზარს, თუკი აქამდე კვარტალურ შედეგს ვაჯამებდით, ახლა დინამიკა მნიშვნელოვანია ყოველკვირეულ ჭრილშიც კი, რაც კრიზისული სიტუაციის ,,დამსახურებაა". სექტემბრამდე გაყიდვა, სუბსიდიის ხარჯზე, მეტნაკლებად სტაბილური იყო, მაგრამ ოქტომბერში გეზი კლებისკენ აიღო. ასეთი ტრენდი ყოველთვის წინასაარჩევნო გარემოს ახასიათებდა. აქედან გამომდინარე, შემდგომი 2 თვეც პასიური იქნება. გაუმჯობესებას მომავალი წლიდან არ ველით. ზოგადად, ჩვენი ბაზარი სენსიტიურია არასტაბილური სიტუაციისთვის, ნეგატიური მოლოდინები იქნება და ადამიანები ეკონომიკურ საქმიანობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავს იკავებენ", - განმარტავს ბესო ორთოიძე.

მისი თქმით, სამომავლოდ უძრავი ქონების ბაზარზე გავლენას მიგრაციული პროცესი მოახდენს, რის ტენდენციაც შესამჩნევია.

,,ეკონომიკაში ,,ლოკდაუნი" არ გვაქვს, ხალხიც შეეჩვია არსებულ სიტუაციას. კონკრეტულად იმის გამო, რომ ბევრი ინფიცირებულია და სამწუხაროდ, გარდაცვლილებიც გვყავს, მოთხოვნა გარკვეულ დონეზე მაინც არის. ყოველ შემთხვევაში, მშენებლობა გრძელდბა, ოფისები არ დახურულა. საცხოვრებელი ბინა ხალხს ყველა შემთხვევაში სჭირდება: ვიღაცამ გაყიდა და ახალს ეძებს, ვირაცას გაფართოებასურს და სხვა. მოთხოვნა ოჯახების დემოგრაფიაზეც არის დაკავშირებული, ე.წ. მიგრაციის პროცესი ახალი დაწყებულია, რაც ვფიქრობ, რომ გააქტიურებს მოთხოვნას, მაგრამ ჯერ არჩევნების გავლენა უნდა შესუსტდეს", - ამბობს ორთოიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, დადასტურდა, რომ ბინებზე მოთხოვნა და ფასიც შემცირებულია. "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც რაოდენობის, ისე გასაყიდი ფასის კლება, ბათუმში თბილისზე უფრო მკვეთრადაა მოსალოდნელი.

დედაქალაქში "თიბისი კაპიტალი" საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამურ კლებას, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებში ელოდება, ახალ ბინებში უკეთესი (დაახლოებით -18%-იანი) დინამიკით ვიდრე ძველ ბინებში (დაახლოებით -22%-იანი დინამიკით). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system