თავში

უძრავი ქონების ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო

უძრავი ქონების ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო
უძრავი ქონების ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამამ ბაზარზე სასიკეთოდ იმოქმედა და დეველოპერული ბიზნესი გამოაცოცხლა. მისი შეფასებით, ეპიდემიის გამო რეალიზაცია პრაქტიკულად განულებული იყო, ახლა მცირე შეღავათმაც იმოქმედა, რომ ხალხს სტიმული ჰქონდეს. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, წინა წლის ანალოგიური პერიოდი, ეკონომიკაში სხვადასხვა მოცემულობის გამო, შედარებისთვის ვერ გამოდგება. თუმცა მდგომარეობა აშკარად უკეთესია, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს იყო. 

,,უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა, რაც ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობით არის გამოწვეული. 5%-იანი კლებაა ეკონომიკისთვის დიდი კრიზისის ნიშანია და ასეთ პირობებში განვითარებაზე ფიქრი უშედეგოა. აქედან გამომდინარე, მონაცემი, რომ იპოთეკურის სესხის პროგრამის 82-მა ადამიანმა ისარგებლა, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ეს რაოდენობა საშუალოდ 150 000 ლარზე გადავამრავლოთ, 2,3 მილიონს უტოლდება, რაც მცირე ნამდვილად არ არის. თანხაში ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მეტი აქტივობა იყოს. ვიმედოვნებ, რომ ხალხი მეტად გააქტიურდება. თუმცა, როგორ დაეწევა ჩამორჩენას ბაზარი, მთლიანად ეკონომიკის განვითარების ტემპზეა დამოკიდებული. 2008 წელს არსებულ სიტუაციასთან შედარებით, აშკარად უკეთესობაა. მართალია, 3 თვის განმავლობაში ყველაფერი გაჩერებული იყო, მაგრამ ახლა ეკონომიკა გახსნილია და შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება. რაც მთავარია, განწყობა არის, რომ ხალხმა ბინები შეიძინოს, აქამდე გაყიდვა ნულამდეა დასული", - აცხადებს როსტომაშვილი.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.განაცხადა, რომ იპოთეკური სესხებისა და ბინათმშენებლობების პროგრამის დახმარებით უკვე 82-მა ადმიანმა ისარგებლა. მისი თქმით, პროგრამა გრძელდება და მშენებლობის სექტორის გამოცოცხლებას ემსახურება, მეორე მხრივ, მოქალაქეებს ეხმარება დაზოგონ თანხა კრიზისში.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system