თავში

უმუშევრობის ზრდა წინა წელს დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება - ნათია თურნავა

უმუშევრობის ზრდა წინა წელს დაწესებულ
უმუშევრობის ზრდა წინა წელს დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება - ნათია თურნავა

2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. 

მისი თქმით, სტატისტიკურად უმუშევართა სტატისტიკაში ის პირები ვინც შარშან დაკარგეს სამსახური, მომდევნო პერიოდში აისახნენ. 

"ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3 პროცენტიდან 51.4 პროცენტამდე, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system