თავში

USAID-ის დახმარებით, 123 სათბური მოეწყო

​USAID-ის დახმარებით, 123 სათბური მოეწყო
USAID-ის დახმარებით, 123 სათბური მოეწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში USAID/Zrda-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პროექტები გრძელდება. როგორც report.ge-ს USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს,  მარნეულში Zrda-ს სასათბურე მეურნეობების მოწყობის პროგრამის ფარგლებში 123 სათბური მოეწყო, რომელთა ჯამური მოცულობა 75,501 კვადრატული მეტრია.

"პროექტის მიერ სათბურების შესახებ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამების მონაწილე ბენეფიციარებმა, რომლებიც ძირითადად კიტრს, მწვანილს, სალათის ფოთოლს, პომიდოს და მარწყვს აწარმოებენ, სრული გაყიდვებიდან 2,987,428 ლარის გენერირება შეძლეს," - განუმარტეს report.ge-ს USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

მაგალითისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭერილმა ფერმერებმა აინურა მამედოვამ სოფელ იმირჩალადან, ამირან დავითაძემ, სოფელ შულავერიდან და ულნაზ ფაშაევამ, სოფელ იმირიდან, ცალ-ცალკე 2000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებზე სასათბურე მეურნეობების მინტაჟი დაასრულეს, სადაც არასეზონზე ბოსტნეულს მოიყვანენ. USAID/Zrda-ს მენეჯერები ამბობენ, რომ ახალი სათბურები ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს თითოეულ კვადრატულ მეტრზე 35 ლარის შემოსავალი მიიღონ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system