თავში

უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორში ჩაიდო

უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორში ჩაიდო
უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორში ჩაიდო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 

ცალკეული სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - $400 მილიონი დოლარი საფინანსო სექტორში ჩაიდო, მეორე ადგილზეა სამთო მოპოვება $100 მილიონით, მესამეზე უძრავი ქონება $71.8 მილიონი დოლარით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წელს 93.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 400.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 101.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ. აშშ დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system