თავში

ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა

ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა
ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა

აგვისტოს თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა და 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) აგვისტოს თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ვადაგადაციელბული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. 

ვადაგადაცილებული სესხების 30.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.2 პროცენტს გაუტოლდა.

ცნობისთვის, სესხები აგვისტოში 0.3%-ით არის გაძვირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system