თავში

ვადაგადაცილებული სესხები 36.7 მლნ ლარით შემცირდა

ვადაგადაცილებული სესხები 36.7 მლნ ლარით შემცირდა
ვადაგადაცილებული სესხები 36.7 მლნ ლარით შემცირდა

სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხები 36.7 მლნ ლარით შემცირდა და 523.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაში.

ვადაგადაცილებული სესხების 31.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57.0 პროცენტს გაუტოლდა.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარში, "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში ვადაგადაცილებულ მსხესხებლად  სულ 396,282 ადამიანი იყო აღრიცხული. ეკონომიკური კრიზისისა და ლოქდაუნის გამოცხადების პარალელურად კი ეს მაჩვენებელი 31 აგვისტოს მდგომარეობით 448,821-მდე გაიზარდა, 30 სექტემბრის მდგომარეობით კი სიაში 442,571 მსესხებელი იყო აღრიცხული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system