თავში

ვენას, პრაღასა და ბერლინს 2030 წლიდან ჩქაროსნული რკინიგზა დააკავშირებს

ვენას, პრაღასა და ბერლინს ​2030 წლიდან ჩქაროსნული
ვენას, პრაღასა და ბერლინს 2030 წლიდან ჩქაროსნული რკინიგზა დააკავშირებს

2030 წლიდან ევროპის სამი ქვეყნის დედაქალაქს - ვენას, პრაღასა და ბერლინს ერთმანეთთან ახალი, ჩქაროსნული მატარებელი დააკავშირებს, რომელსაც ახლანდელზე ორჯერ ნაკლები დრო დასჭირდება. ხელშეკრულებას დღეს სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. სამი ქვეყნის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, სრულ ტერიტორიაზე ახალი ლიანდაგის გაყვანას აპირებენ და არა უკვე არსებულის გამოყენებას. თან, რამდენიმე ადგილზე, ტყის გავლით, გვირაბიც ყოფილა ასაშენებელი. დღეს ბერლინიდან ვენამდე მატარებლით რომ იმგზავროთ, დაახლოებით 9 საათია საჭირო, პროექტის ამოქმედების შემდეგ კი 4 საათი იქნება საკმარისი. პროექტს "Via Vindobona" დაარქვეს, Vindobona ლათინურად ვენის სახელწოდებაა. მატარებელი ვენასა და ბერლინს შორის მოძრაობისას ბრეცლავში, ბრნოში, პრაღასა და ბერლინშიც შეჩერდება.

საპროექტო დოკუმენტში განმარტებულია, რომ მატარებელი თვითმფრინავ ჩაანაცვლებს, რომ კლიმატი კიდევ უფრო დაიზოგოს.

მსოფლიოში ყველაზე ციცაბო სარკინიგზო ხაზი შვეიცარიაში მდებარეობს. რკინიგზა 1889 წელს აშენდა, მისი მაქსიმალური დაქანება კი 48%-ს უტოლდება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული რკინიგზის მოდელი ჰამბურგში მდებარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system